"რუსეთს სურს, დააბრუნოს ის დრო, როდესაც დიდი ქვეყნები პატარა ქვეყნების ბედს ერთპიროვნულად წყვეტდნენ" - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და ეს ასახულია მრავალ შეთანხმებაში, რომლებზეც თავად რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი.
"ნატოს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია, სხვა არავისი. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, რომელშიც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, რომელშიც შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლია სხვა ქვეყანას", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოუწოდა, "უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ულტიმატუმს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე საუბარი მიუღებელია"
ამავე თემაზე: