რუსეთმა დაიპყრო საქართველოს 20%, ყირიმი და ახლა კიდევ მეტს ითხოვს, აღარანაირი დათმობები! | ლინკევიჩუსი რუსეთის ულტიმატუმზე ​

გამოქვეყნდა:

დაიპყრო საქართველოს 20%, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ მეტს ითხოვს. აღარანაირი დათმობები! - ასე ეხმაურება ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ნატოს მიმართ რუსეთის ულტიმატუმს. 

საუბარია რუსეთის მოთხოვნაზე, რომ ნატომ უარი თქვს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებზე. 

"2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, რომ უკრაინასა და #საქართველოს MAP-ი მიენიჭებინათ. ოპონენტები მსჯელობდნენ, რომ ეს გამოიწვევდა რუსეთის პროვოცირებას. პროვოკაცია მოხდა პირიქით - რუსეთმა დაიპყრო საქართველოს 20%, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ მეტს ითხოვს. აღარანაირი დათმობები!", - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩი.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოუწოდა"უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ულტიმატუმს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე საუბარი მიუღებელია"

ამავე თემაზე:

"უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები" | რუსეთის საგარეოს განცხადება

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი