ლევან ხაბეიშვილი შსს-ში დაიბარეს. საქმე ეხება თაღლითურ სქემას ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით:

"ხვალ, 11:00 საათზე საერთაშორისო თაღლითურ სქემასთნ დაკავშირებით, რომელიც აწყობილი აქვს სუსს და უჩა მამაცაშვილს გამოკითხვაზე მივდივარ შსს - ში თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ვაპირებ, მივიდე და ოფიციალურად დავაფიქსირო ყველა სავარაუდო დამნაშავე და საერთაშორისო თაღლითი, ქურდი" - წერს ხაბეიშვილი

ქოლ-ცენტრების შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟი "მთავარი არხის" ეთერში გუშინაც გავიდა - ბაჩალიაშვილი და ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი სქემა - ფარული კადრები მამაცაშვილის ოფისიდან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი