რუსეთი VS დასავლეთი | პუტინის ულიტმატუმი და მკაცრი პასუხი მის მუქარას

გამოქვეყნდა:

პუტინი დასავლეთს პირობებს უყენებს - უფრო კონკრეტულად, ეს პირობები ნატოს შეეხება. მათ შორის, რუსეთი მოითხოვს გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის ცნობილი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად უნდა გახდნენ ნატოს წევრები. 

რუსეთი იმუქრება, რომ თუ მის მიერ წამოყენებული პირობები არ შესრულდება, ის სამხედრო დაპირისპირებაზე გადავა. 

თავის მხრივ, დასავლეთიც მუქარას მუქარით პასუხობს - იგულისხმება მკაცრი სანქციები, ისეთი, როგორიც აქამდე რუსეთის წინააღმდეგ არასდროს გამოუყენებიათ. 

ექსპერტები ცდილობენ მიხვდნენ - ნამდვილია პუტინის მუქარა, თუ ის ჯერ მხოლოდ ძალას და გაქანებას უსინჯავს ბაიდენს და ნატოს, იმისთვის, რომ იცოდეს, რამდენზე წასვლა გაბედოს, რამდენზე წასვლას გააბედინებენ.

ავტორი: ანა ასათიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი