ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემა - ლევან ხაბეიშვილს დღეს შსს-ში ელოდებიან

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. საქმე ეხება თაღლითურ სქემას ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით. სქემის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უჩა მამაცაშვილი კოორდინირებულად თაღლითობენ.

"ყველამ იცოდეს, გამომძიებელმაც და პროკურორმაც, ეს კონკრეტული მტკიცებულებები და მისამართები, რომელებსაც მე თქვენ დღეს მოგიყვებით და თქვენ ამაზე რეაგირება არ გექნებათ, გავა რამდენიმე თვე და თქვენ გახდებით საერთაშორისო გამოძიების "მსხვერპლი" იმიტომ, რომ მე ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, არ ვაპირებ იმას, რომ მხოლოდ საქართველოში მოვითხოვო ამის გამოძიება", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ე.წ ქოლ ცენტრების სკანდალზე შსს-ს კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც "მთავარი არხის" ეთერში საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი