2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით - ხავიერ კოლომინა

გამოქვეყნდა:

რუსეთს სურს, უკარნახოს უკრაინასა და საქართველოს, რა არჩევანი უნდა გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით - ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა რუსეთის ულტიმატუმს, რომ ნატომ უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე

კოლომინა ამბობს, რომ ნატო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღბული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

"რუსეთს სურს, უკარნახოს უკრაინასა და საქართველოს, რა არჩევანი უნდა გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან რიგაში განაცხადეს, ჩვენ ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ",- წერს კოლომინა twitter-ზე.

ცნობისთვის,რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოუწოდა"უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები" 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ულტიმატუმს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე საუბარი მიუღებელია"

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი