გორის სამხედრო ჰოსპიტალი დრამატულად სახიფათო ადგილი ხდება. მიხეილ სააკაშვილის ამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სულ უფრო მეტი ფაქტი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გორში, ფაქტობრივად შეუსრულებელი ამოცანაა.
მედპერსონალი, მუდმივი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ. არაპროფესიონალები, რომელთა
საქმიანობასაც ადამიანები შეეწირნენ. პოლიტიკური ნიშნით შერჩეული მენეჯმენტი და მედიკოსები.
თავდაცვის სამინისტროს ამ სამედიცონო დაწესებულებაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოქმედებს იგივე პრინციპით როგორც ყველა სხვა უწყებაში, აქ პრიორიტეტი პოლიტიკურად ერთგულ კადრებს ენიჭებათ.
"მთავარმა არხმა" შეაგროვა და გაასაჯაროვა რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ეს გარემო საფრთხისშემცველია და ფარმაკოლოგიური წამების მსგავსად მესამე პრეზიდენტი ნებისმიერ მომენტში შესაძლოა სხვა ზემოქმედების მსხვერპლიც აღმოჩნდეს.
ასევე იხილეთ: