პრეზიდენტი დუმს. ოპოზიცია კი განმარტებებს ითხოვს. ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს აინტერესებთ, რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის შერიგების გეგმა და როდის აპირებს ქვეყნის მეთაური მის განხორციელებას.
მითუმეტეს, რომ ამ პოლიტიკური განაცხადის პარალელურად, საკუთარი ხედვა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილმაც. მესამე პრეზიდენტი, სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივით გამოდის, რამაც უნდა დაასრულოს პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში.
გიორგი მარგველაშვილი ინიციატივას მხარს უჭერს და დამატებით დეტალებზე საუბრობს. მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოქმედი პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია.
ასევე იხილეთ: