გადავდგამთ ნაბიჯებს, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველები ხვდებიან. როგორც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჰოსპიტალში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა ნაბიჯს გადადგამენ იმის დასადასტურებლად, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან, რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი წარმატება ამ გზაზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა 8 ფაქტი დარღვევის, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვება-გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი ღირსების შემლახველი მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას, ადვოკატი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ექიმების მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე უნდა მიიღოს და არა პოლიტიკური მოტივებით.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რატი ბრეგაძემ არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი