"ამ რეგულაციით, ჩვენ დომინოს პრინციპით მივალთ არხების დახურვამდე და დარჩებიან მხოლოდ სამთავრობო მედიები... დრო მაინც მოგვეცით გადასაწყობად" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რეკლამების განთავსების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით პარლამენტში საუბრობს.
მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტი ამას აუცილებლად მიეცემა. ეს შეიძლება საჭირო არ იყოს, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ამ რეგულაციით, ჩვენ დომინოს პრინციპით მივალთ არხების, პრაქტიკულად, დახურვამდე ან გამოშიგვნამდე იმ კონტენტისგან, რომელსაც გასართობი კონტენტი ჰქვია, იმიტომ რომ სხვა კონტენტებს ბეთი ვერ დააფინანსებს და ბაზარს, ჯერ ერთი, მნიშვნელოვანი სეგმენტი მოაკლდება, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ - დარჩებიან ის არხები, ვისაც ჰყავთ დამფინანსებლები, ესეთი არიან სამთავრობო არხები ძირითადად და ტელეკომპანია იმედი უმძიმეს ზარალზე წავა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შემოსავალი ცხადია, მას აქვს.
მაგრამ იარსებებს მაინც, იმიტომ რომ მისი დაფინანსება პროპორციულად გაიზრდება, იგივე მოხდება ალბათ რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც, ეს ზარალიანი კომპანიაა, მაგრამ მაინც მუშაობს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. თქვენ ახლა იძულებულს გვხდით და ამაზეც იფიქრეთ, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდით ყველა ტელეკომპანიისთვის აწ და მარადის, ისეთი დანგრეულია ბაზარი და ეს ისეთს უზამს საერთოდ ბაზარს, რომ მან დამფუძნებლის დაფინანსების გარეშე საერთოდ ვერ იარსებოს და ეს იცით რას ნიშნავს? მისი სარედაქციო პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გადალაგებას და გადაწყობას დამფუძნებელზე ან საერთოდ მასზე დამოკიდებულებას. ეს ძალიან მძიმე რამ არის ტელევიზიისთვის. არსებობენ დამფუძნებლები, რომლებიც არ მოითხოვენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, არსებობენ, რომლებიც მოითხოვენ. არსებობენ დირექტორები, რომლებიც ამას ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას და არსებობენ, რომლებიც ვერ უწევენ წინააღმდეგობას, - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას გამოსვლა სრულად:
იხილეთ ასევე: