"ოცნების" უარი ეროვნულ შერიგებაზე | როგორია ოპოზიციის გეგმები

გამოქვეყნდა:

ეროვნული შერიგების რეალური შანსი, რომელზეც ოცნების ხელისუფლება უარს აცხადებს. ბიძინა ივანიშვილის სამართალმემკვიდრის საგანგებო განცხადება მორიგი დასტურია, რომ ოლიგარქიული რეჟიმის რეალურ მიზანს არა პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დასრულება წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძე, დღეს "ქართული ოცნების" სახელით ღიად გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას "ეროვნული შერიგების" იდეა და ყველა პროცესს, რომელიც ამ ინციატივას უკავშირდება.

პრეზიდენტი, ზურაბიშვილი დღეს თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე აგრესიული შეტევა, მმართველმა პარტიამ მესამე პრეზიდენტზე მიიტანა და არც ამჯერად დაუმალავს რამდენად დიდ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, ოლიგარქიული რეჟიმის საბოლოოდ გასაფორმებლად.

ასევე იხილეთ: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი