
"ქართულ ოცნებას" კანონის შეცვლა ისე სურს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ერთპარტიულად, ოპოზიციის გარეშე შეძლოს.
14 დეკემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. შემოთავაზებული ცვლილებებით, თუ აქამდე თავჯდომარისა და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იყო ოთხი კენჭისყრა, ახლა საკმარისი ხდება ორი კენჭისყრის ჩატარება.
ISFED-ის ცნობით: პირველ ჯერზე საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს, რომლებმაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ცვლილებებით, ასევე, უქმდება კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა.
ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება შეთანხმებას კიდევ ერთხელ არღვევს. ცნობისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დროებით არჩეულ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ვადა თებერვალში ეწურება. ამავე თემაზე: