
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეში იყო.
მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებები მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.
"დღევანდელი დასკვნა კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ საკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახავ და ჯანრმთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებს. ეს ქმედებები გამოხატული იყო როგორც ადმინისტრაციის ქცევებიდან, ასევე მათ მიერ წაქეზებული პატიმრებისგან.
ასე რომ, ყოველგვარი საუბრების წამოწყება იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება ეს მე-12 დაწესებულება, მე-18 დაწესებულება, კვლავ და კვლავ ემსახურება ხელისუფლების პროპაგანდისტულ, კრიმინალურ მიზნებს", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში დღეს სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთან ერთად დღის პირველ ნახევარში შევლენ.
ამავე თემაზე: