აშშ-ის მიერ სანქცირებულ ორ ქართულ კომპანიას ერთი მფლობელი ჰყავს - რა ირკვევა დოკუმენტებით

გამოქვეყნდა:

სამ ქართულ კომპანიას აშშ-მ სანქციები დაუწესა და შავ სიაში შეიყვანა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ისინი საექსპორტო კონტროლს არღვევდნენ და ამერიკის საგარეო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ. სანქცირებულია:

  • Gensis Engineering;
  • ROV Solutions;
  • SAEROS Safety ERO Company. 

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ორი კომპანია ROV Solutions და SAEROS Safety ერთ პირზე - ირაკლი კოტიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. მათ ფულადი ბრუნვა საქართველოში არ უფიქსირდებათ.

ერთ-ერთი კომპანიის აღწერაში წერია, რომ იმპორტ-ექსპორტითაა დაკავებული, მეორეს კი მითითებული აქვს, რომ საქმიანობს ყველაფრით რაც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. 

ირაკლი კოტიაშვილი საქართველოში არ იმყოფება. დედამისმა "მთავარ არხთან" დაადასტურა, რომ მეწილეები ნამდვილად არიან, თუმცა არ ისურვა მიზეზებზე საუბარი, რის გამოც კომპანიები დაასანქცირეს.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი