სტრასბურგი მამუკა ჩხიკვაძის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთს განმარტებებს სთხოვს

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის შესახებ რუსეთის მთავრობისგან ინფორმაციას ითხოვს. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს: 

ევროპული სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია: სასამართლომ გადაწყვიტა რუსეთის მთავრობას მოსთხოვოს, 54-ე მუხლის მე-2 (ა) მუხლის მიხედვით, წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

არის თუ არა მამუკა ჩხიკვაძე ამჟამად დაკავებული? თუ ეს ასეა, მთავრობას შესთავაზა სასამართლოს წარუდგინოს ინფორმაცია მისი დაკავების გარემოებების შესახებ, პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი, პატიმრობის პირობები, და მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წარადგინოს მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.

მთავრობას ეთხოვა ამ ინფორმაციის წარდგენა 2022 წლის 4 იანვრამდე, - წერს ქაცარავა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი