
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო, ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვმა ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რუსეთის საგარეოს ინფორმაციით, გერმანიის ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა, სადაც ბერლინის სასამართლოს განაჩენს უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.
გერმანულმა მართლმსაჯულებამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, ვადიმ კრასიკოვს, 15 დეკემბერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მკვლელობის დამკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები გამოაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რამდენიმე საათში ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.