არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერიც უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დააშინოს პატარა ქვეყნები-ნედ პრაისი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე, რუსეთის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერიც უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები და დააშინოს პატარა ქვეყნები. 

პრაისმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საერთო ინტერესებს აზიანებს, ამასთანავე მიმართულია მათი და ევროპელი მოკავშირეების საერთო ღირებულებების წინააღმდეგ.

"საკითხი ეხება საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს. ეს არის ის, რომ არც ერთ ქვეყანას, რაც უნდა დიდი და რაოდენ ძლიერი იყოს, რამდენ სამხედრო ძალას ფლობდეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ქვეყანას ბირთვული იარაღი, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკარნახოს საზღვრები, დააშინოს პატარა ქვეყნები და აიძულოს, რომ მისდიონ მის ინტერესებს. ამ პრინციპის დარღვევას არ დავუშვებთ",- ამბობს ნედ პრაისი. 

ცნობისთვის, რუსეთი ნატოს მოუწოდებს"უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი