FDA-მ COVID 19-ის სამკურნალო პირველ ტაბლეტს ავტორიზაცია მიანიჭა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის მკურნალობისთვის Pfizer-ის ანტივირუსულ აბებს - Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა.

ეს კორონავირუსის სამკურნალოდ ავტორიზებული პირველი ტაბლეტია, რომელსაც მომხმარებელი სახლში გამოიყენებს, მანამ, სანამ იმდენად ავად არ გახდება, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება.

ექიმების დანიშვნის შესაბამისად, ტაბლეტის მიღება შეეძლებათ 12 წლის ზემოთ რისკჯგუფში შემავალ ინფიცირებულ პირებს, რომლებიც სულ მცირე, 40 კილომდე იწონიან.

"ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოს, Covid- 19-ის დიაგნოზის დასმიდან მალევე და სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში",- ნათქვამია FDA-ს განცხადებაში.

15 დეკემბერს, კომპანია Pfizer-მა თქვამ, რომ მის მიერ წარმოებული Covid19-ის საწინააღმდეგო აბი, თითქმის 90%-ით ეფექტურია მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლადამასთან, კომპანიის თქმით, ბოლო ლაბორატორიული კვლევების თანახმად, პრეპარატი ეფექტურია კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის სწრაფი გავრცელების წინააღმდეგაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი