ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება

გამოქვეყნდა:

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დღესაც ვერ დაესწრება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

სასამართლოში მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე 2 შუამდგომლობას დააყენებენ.

ერთი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას უკავშირდება, ხოლო მერე შუამდგომლობით, დაცვის მხარე 2 მოწმის ხელახლა გამოკითხვას მოითხოვს.

"დღეს გვექნება ორი შუამდგომლობა - პირველი შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დართვას საქმეზე, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეილახა მისი უფლებები და ამავდროულად, გვექნება მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა და ამ შუამდგომლობის გადაწყვეტა კიდევ ერთხელ იქნება ტესტი იმისა, ყოველ კონკრეტულ ეტაპზე რა დავალებებს იღებს სასამართლო. ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე დაკითხული ორი მოწმის ხელახლა გამოძახებას. მოწმეების, რომლებიც არიან ამ საქმეში ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამავე თემაზე:

მორიგი პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე | რა შუამდგომლობებს დააყენებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი