ვარკეთილში მოკლული ორსული ქალი დღეს საკუთარ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ახალგაზრდა მეუღლეს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა.
არსებული ინფორმაციით, ორსული ცოლი ახალგაზრდა კაცმა დანით მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. პოლიციას ის თავად ჩაბარდა.
ახალგაზრდა ოჯახის ხშირი კონფლიქტების ერთ-ერთ მიზეზად, მძიმე ფინანსური მდგომარეობა სახელდება.