ევროპაში "ომიკრონის" შესაჩერებლად ახალ რეგულაციებს აწესებენ

გამოქვეყნდა:

წინასწარი მონაცემებით, "ომიკრონის" შტამი, უფრო მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება, ვიდრე მანამდე არსებული კოვიდის სხვა მუტაციები, თუმცა იმის გამო, რომ ის სწრაფად ვრცელდება, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მის შესაჩერებლად დამატებითი ზომები მიიღეს.

ამ დროსითვის ევროპაში ამოქმედებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ინფორმაციას BBC ავრცელებს:

  • დიდი ბრიტანეთი - ემზადებიან საშობაო დღის ე.წ. ბუსტერ დოზის გასაკეთებლად. ზრდასრულთა დაახლოებით 60%-მა ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი უკვე გაიკეთა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აცრების რეკორდული რაოდენობა ჩატარდა.
     
  • იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი - ღია სივრცეში ნიღბები კვლავ სავალდებულო ხდება.
     
  • კატალონია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთი - ღამით კომენდანტის საათი დააწესდა.
     
  • ნიდერლანდები - კვირის დასაწყისში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოაცხადდა.
     
  • გერმანია - 28 დეკემბრიდან შეზღუდავს 10 ადამიანზე მეტის შეკრებას და დახურავს ღამის კლუბებს.ფეხბურთის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 
     
  • პორტუგალია- 26 დეკემბრიდან დაიხურება ბარები და ღამის კლუბები. 9 იანვრამდე სავალდებულო გახდა სახლიდან დისტანციურად მუშაობა. 

ცნობისთვის, საქართველოში ომიკრონის შტამის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ჯამში ეს შტამი ქვეყანაში 29 პაციენტთანაა დადასტურებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი