"ომიკრონი" უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში დაფიქსირდა - WHO

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი" ამ დრომდე მსოფლიოს 110 ქვეყანაშია გამოვლენილი.

მათი ცნობით, იმ ქვეყნებში, სადაც "ომიკრონი" დაფიქსირდა, ეს შტამი უკვე დომინანტი გახდა. 

ჯანმოში ამბობენ, რომ "ომიკრონის" ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ყოველ 2-3 დღეში ორმაგდება.  წინასწარი მონაცემებით, "ომიკრონის" შტამს აქვს ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი რისკი, ვიდრე "დელტას".

ცნობისთვის, საქართველოში ომიკრონის შტამის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ეს შტამი ქვეყანაში 29 პაციენტს აქვს დადასტურებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი