
"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, გოგიტა რობიტაშვილი ყვება, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ ამბობს, რომ უცნობი პირები 15-20 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ. მას საკუთარ ავტოფარეხთან ფიზიკურად 4 ნიღბიანი პირი გაუსწორდა. პარტიის წევრს ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი.
"გუშინ მე ვიყავი ყრილობაზე "გირჩი მეტი თავისუფლების" მოვედი სახლში.... უკნიდან მომხდა წამებში რაღაც ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც გავითიშე და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში მირტყამდნენ ყველა საშუალებებით", - ამბობს გოგიტა რობიტაშვილი.
გირჩი მეტი თავისუფლების წევრებს აქვთ ეჭვი, რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივაციით დაიგეგმა და მიზანი დაშინება იყო.