კანონპროექტი უკიდურესად შემაშფოთებელია და მომზადებულია გაუმჭვირვალედ-ომბუდსმენი ინსპექტორზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების კანონპროექტი "უკიდურესად შემაშფოთებელია".

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას.

ლომჯარიამ პარლამენტს მოუწოდა, რომ კანონპროექტის მიღება შეაჩერონ.

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან ადამიანის უფლებასთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

ამავე თემაზე:

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი