მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები - მოსამართლე კანონპროექტეზე

გამოქვეყნდა:

ეს არის მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები! - ასე ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილი კანონპროექტს მოსამართლეების დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით.

"ოცნების" დეპუტატებმა - გურამ მაჭარაშვილმა, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ მოამზადეს ცვლილებების პროექტი და ითხოვენ მის დაჩქარებული წესით განხილვას.

საუბარია დისციპლინურ სახდელებზე და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

კანონპროექტს დაჩქარებული წესით, 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი