
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას თქმით, უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტი უმრავლესობის იმ დეპუტატებმა შეიმუშავეს, რომლებმაც თავის დროზე, მის შექმნას მხარი დაუჭირეს.
ამ საკითხზე თოლორაიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი ისაუბრა". თქვა, რომ კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
თოლორაიამ ასევე თქვა, რომ კანონპროექტი ეჭვებს აჩენს, რომ ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ ანგარიშსწორებას ემსახურება.
"დღეს რაც ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის, ეს იყო ჩემს თანამშრიმლებთან შეხვედრა დილით და ამ ხალხისთვის ახსნა, რა ხდება დღეს ჩვენს თავს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და იმის თქმა, რომ ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ჩვენი ყველას სახლში წასვლას, არა მხოლოდ ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რომელიც ამ სამსახურის პირველი პირია 2025 წლამდე, ამავე პარლამენტის მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში წასვლას 2022 წლის 1-ლი მარტიდან.
ასეთი საახალწლო სიურპრიზი გაგვიკეთა საქართველოს პარლამენტმა და ამის შესახებ ყველამ გავიგეთ მედიისგან და წარმოიდგინეთ, როგორი შეურაცხმყოფელია სახელმწიფო ინსპექტორის პიველი პირისთვის, როცა თავისი თანამშრომლისგან იგებს, რომ მედიაში ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოქვეყნდა. ჩემმა თანამშრომელმა ჩამიგდო ლინკი, რომ თურმე ასეთი ტიპის კანონპროექტი დაინიცირდა რამდენიმე დეპუტატის მიერ და რაც ყველაზე გასაოცარია ჩემთვის, ამ დეპუტატების დიდი ნაწილი არიან ის ადამიანი, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ინსპექტორის შექმნას, ზუსტად ამ ფორმით, როგორიც არის დღეს", - თქვა ლონდა თოლორაიამ.
ლონდა თოლორაია ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლების ეს ქმედება არის სახიფათო მესიჯი ყველა იმ პირისთვის, რომელიც არჩევით თანამდებობას იკავებს.
"ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი ყველა იმ უწყების თანამშრომლისთვის, რომელიც მართავს არჩევითი თანამდებობაზე მყოფი პირი, იმიტომ რომ ამითი ეუბნები ხელმძღვანელებს, რომ იყვნენ ძალიან ჭკვიანად და გადაწყვეტილებები არ მიიღონ დამოუკიდებლად და ეუბნები ყველა მის თანამშრომელს, რომ იცით რა, შენს ხელმძღვანელს ხანდახან რაღაცები არ უნდა დაუჯერო," - ამბობს თოლორაია.
ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
ამავე თემაზე: