შტურმი დემოკრატიულ ღირებულებებზე - სახელმწიფო ინსპექტორს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ პატიობენ

გამოქვეყნდა:

სადამსჯელო სპეცოპერაცია ლონდა თოლორაიასა და მისი უწყების წინააღმდეგ ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა. მმართველი გუნდი აუქმებს უწყებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციით თავად შექმნა და წინასაახალწლოდ სახლში უშვებს 100-ზე მეტ თანამშრომელს.

ახლა სახელისუფლებო გუნდი ჩქარობს და ცდილობს მოკლე დროში დაასრულოს სახელმწიფო უწყების მუშაობა, რადგან ინსპექტორის სამსახურში უკვე დასკვნით ეტაპზეა კიდევ ერთი მწვავე ანგარიში, სადაც ლონდა თოლორაია ოფიციალურად დაადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მესამე პრეზიდენტზე წამება და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი