გადაიყვანონ საავადმყოფოში, რომელიც სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას - ნიკა გვარამიას გორის ჰოსპიტალში ჯერ არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით არ განსხვავდება  ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან - ამის შესახებ დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

ადვოკატის მოთხოვნაა, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ გადაიყვანონ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში და თუ ამის რესურსი საქართველოში არ არის, მაშინ მას უცხოეთში მკურნალობის საშუალება მიეცეს.

"ფაქტი ერთია- გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით არ განსხვავდება ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან, ამიტომ სააკაშვილის აქ ყოფნა აღარ შეიძლება. იგი უნდა იქნეს გადაყვანილი. კეთილი ინებონ და იპოვონ რეფერალური საავადმყოფო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას. თუ არადა, სხვა ქვეყანაში ყველა შემთხვევაში. იმიტომ, რომ აქ ის არც უსაფრთხოდაა, არც რეაბილიტაცია უტარდება, მეტიც როცა უნდათ, მაშინ შედიან და უახლებენ წამების ტრავმას",- თქვა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი. კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი