კელი დეგნანი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხზე "ოცნების" დეპუტატებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამ წუთებში პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატებს ხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტია.

დეგნანს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მედიასთან კომენტარები არ გაკეთებიათ. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი