"მიშა ამბობს, [ნინო გოგორიშვილმა] ასე მითხრაო: "ძალიან ვწუხვარ, ცუდი რამე უნდა გითხრა, მომიწია, რომ გაგწეროო" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა გუშინ, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მას მისი გაწერა "მოუწია".

ამ საკითხზე ნიკა გვარამიას "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში, "ღამის მთავარში" ისაუბრა.

მიშამ თვითონ მითხრა, რომ [ნინო გოგორიშვილმა] ასე მითხრაო: "ძალიან ვწუხვარ, ცუდი რამე უნდა გითხრა, მომიწია, რომ გაგწეროო". ამაზე [მიხეილ სააკაშვილმა] ჰკითხა - სად მიგყავარო და არ ვიციო მითხრაო. ჩემთან [ნინო გოგორიშვილმა] თქვა, რომ ბოლომდე არ ვიცოდიო, მაგრამ ვიცოდი, რომ რუსთავშიო, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, გუშინ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანა იგეგმებოდა. მას გუშინვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა.  მოგვიანებით წერილი თავად მიხეილ სააკაშვილმაც გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარს დეტალურად აღწერდა. მისი თქმით, მასთან ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და კლინიკიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გვიან ღამით ენმ-ს წევრები და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმყოფებოდნენ. ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენთან შეხვედრას მოითხოვდა, თუმცა ის კლინიკაში არ შეუშვეს. მისი თქმით, კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ფორმა 100-ის საფუძველზე იგეგმებოდა.  

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით მოინახულა. უფლებადამცვეკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი წაიკითხა.  მისი თქმით, მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია. მოგვიანებით, ნინო გოგორიშვილმა თქვა, რომ გამოკითხვის ოქმი, რაც ნიკა გვარამიამ წაიკითხა "ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ფაქტების ინტერპრეტაცია". გოგორიშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ნიკა გვარამიამ კითხვებზე ხელი მოაწერინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი