ჯიშკარიანი საქართველოს და უკრაინის პროკურატურას მიმართავს - მიხეილ სააკაშვილის წამება და ექსპერტიზის ხელშეშლა

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანამდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების საშუალება არ მისცეს ადვოკატებსა და ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებს. მარიამ ჯიშკარიანი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევისა და სამედიცინო ექსპერტიზაში ხელის შეშლის გამო სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

მისი თქმით, განცხადებით არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის პროკურატურასაც მიმართავს.

"მივმართავ პროკურატურას, რომ არა მარტო წამების ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, არამედ ცენტრი "ემპათიას" ექსპერტიზისადმი ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, რაც არის უფლებამოსილების გადამეტება. იგივე სარჩელებით ჩვენ მივმართავთ ჩვენ უკრაინის პროკურატურას, რათა დაიწყოს უკრაინის პროკურატურამ გამოძიება. 

მისულები ვიყავით, რათა მომხდარიყო დოკუმენტირება  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის, რომელსაც ადგილი ჰქონდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და რომელიც შეიცავს წამების ფსიქოლოგიურ მეთოდებს რომელიც არის ცნობილი, როგორც ფაშიზმის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში გამოყენებული მეთოდიკა. სრულიად არაადეკვატურად განცხადება გააკეთა მისმა მკურნალმა ექიმაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა გაწერის შესაძლებლობას, ეს არის სიცრუე და უნდა ყველამ აგოს პასუხი", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

 გამოძიების დაწყებას მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის ადვოკატებიც. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი