მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს. ის ყურადღებას ამახვილებს მესამე პრეზიდენტის მიმართ გლდანის ციხეში გადაყვანის მუქარაზე. ნიკა გვარამია მოუწოდებს უწყებას, დაიწყოს გამოძიება:
"ცუდად თუ გახდები, წაგიყვანთ გლდანში"
ცუდად გახდომის უფლებაც აღარ აქვს სააკაშვილს. ზემოთმოყვანილი ტექსტი კი წამების მუქარაა, რაც ცალკე დანაშაულია.
მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას Генеральна прокуратура України:
წამება არის ექსტერიტორიული კონვენციური დანაშაული. წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი დევნა სავალდებულოა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც არ უნდა იყოს წამება ჩადენილი. ასევე, უკრაინის მოქალაქის წამებისთვის სავალდებულოა მწამებლის პასუხისმგებლობაში მიცემა, რომელი ქვეყნის მოწალაქეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რომელ თანამდებობაზეც.
შესაბამისად, როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შესაბამისი პირების მიერ მიხეილ სააკაშვილის წამებაში უშუალოდ, თუ ბრძანების გაცემის, წაქეზების, ორგანიზების, არაადეკვატური მკურნალობის ან სხვა ფორმით ჩართული პირების მიმართ.
ეს უკრაინის პროკურატურის ვალდებულებაცაა და ტერიტორიულადაც შეუზღუდავია ამ მხრივ მისი კომპეტენცია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა არათუ არ რეაგირებს სააკაშვილის წამებაზე, არამედ თავადაა ჩართული ამ ორკესტრირებულ დანაშაულში, ვფიქრობ, უკრაინის პროკურატურამ გადაუდებლად უნდა მიმართოს მისი მანდატით გათვალისწინებულ სავალდებულო ღონისძიებებს.
აქვე, მოვუწოდებ უკრაინის სახალხო დამცველს ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს." წერს ნიკა გვარამია
იხილეთ ასევე:
"ცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანშიო" - მიხეილ სააკაშვილს გორიდან გადაყვანისას დაემუქრნენ