რუსთავში გადაყვანა ალბათ ერთგვარი სურვილის დაკმაყოფილებაც იყო, რომ ახალ წელს პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში შეხვედროდა - გიორგი მშვენიერაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ უნდა მომხდარიყო, რადგან მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება სჭირდება.

როგორ უფლებადამცველმა აღნიშნა, ყველა ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც პატიმრობაში არიან, კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, ეს კი რუსთავის ციხეში ვერ მოხდება.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ საკითხებს სამედიცინო მოსაზრების მიღმა, პოლიტიკური მოტივებით წყვეტს.

"მისი გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იყო ერთგვარი ალბათ სურვილის დაკმაყოფილებაც, რომ ახალ წელს სიმბოლურად პრეზიდენტი სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედროდა. მისი რეაბილიტაციის პროცესი არ არის დასრულებული და ცხადია ისიც, რომ ასე ვთქვათ, უკეთეს სამედიცინო მომსახურებას ის ამ დაწესებულებაში ვერ მიიღებს.

ადამიანებს, მიუხედავად იმისა, არიან პატიმრები თუ არა, კონსტიტუციით გარანტირებული აქვთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც პატიმრობაში იმყოფებიან. ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს. მას ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება და სახელმწიფო ამ საკითხებს სამედიცინო მოსაზრების მიღმა წყვეტს პოლიტიკური მოტივებით", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძემ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში ჩართვის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, მიეღო მისი იურიდიული დახმარება

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 30 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მოულოდნელად გაიტაცეს და კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. როგორც ადვოკატები, ისე ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა დაუშვებელი იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი