პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ისევ ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ორგანოდ გაყოფაზე ყველა თანხმდება და ამის უკან არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ დგას.
"არანაირი საფუძველი უკვე ღრმა კრიტიკის თუ ვეტოსი ჩემი აზრით, არ არსებობს. რაიმე პოლიტიკური მოტივაციის ძალით გამოგონება საჭირო არ არის", - თქვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტისგან კანონისთვის ვეტოს დადების მოლოდინშია უკვე ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები. სალომე ზურაბიშვილს ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მესამე მოსმენით, "ოცნების" პარლამენტმა გუშინ, 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით დაამტკიცა.