
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტური მეთოდებით ებრძვის, რაც ფარმაკოლოგიური წამებაა.
მისი განცხადებით, სურთ უკრაინელმა სპეციალისტებმა ექსპერტიზა ჩაატარონ, ხოლო თუ ამაზე "ოცნება" უარს ეტყვით, საერთაშორისო მასშტაბით სამართლებრივ დავას დაიწყებენ.
"ეს საბჭოთა კავშირის მეთოდებს ჰგავს, როდესაც პოლიტიკური ოპონენტებს მსგავსი, მედიკამენტური მეთოდებით ებრძოდნენ. ეს ფარმაკოლოგიური წამებაა. ჩვენს ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მასთან ადვოკატი, ექიმი და სახალხო დამცველი არ შეუშვეს. მთავრობას არ უნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს. ეს დანაშაულებრივი ქმედებაა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
ჩვენ ექსპერტიზას უკრაინელ სპეციალისტს ჩავატარებინებთ. თუ საქართველოს მთავრობა ამაზე უარს გვეტყვის, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოვითხოვთ არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით", - ამბობს გრუშოვეცი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება რუსთავის ციხეში ამ დრომდე არ მისცემიათ მის პირად ექიმსა და ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს. ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა მოინახულა: