საბერძნეთის პოლიცია, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულებს ამ დრომდე ეძებს. მკვლელობა ათენის გარეუბანში იმ დროს მოხდა, როცა 41 წლის შოთა თევდორაძე სახლიდან, ცოლ-შვილთან ერთად გამოდიოდა.

ბერძნული მედიის ცნობით, სასტიკი დანაშაულის მიზეზი სავარაუდოდ ნარკოვაჭრობასთან კავშირი გახდა, რის გამოც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა მასზე შური იძიეს. ახლობლები ამბობენ, რომ თევდორაძეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი ჰქონდა, თუმცა ისინი ნარკოვაჭრობის ვერსიას გამორიცხავენ. 

შოთა თევდორაძე კრიმინალური სამყაროს წევრი 2000 წელს, გეგუთის კოლონიაში გახდა. ის ე.წ. კანონიერ ქურდად გაიოზ ზვიადაძემ მონათლა, რომელიც გასულ წელს თურქეთში ჩაცხრილეს. თევდორაძეს ქურდული სამყარო "შოთიკოს" სახელით იცნობდა.

"შავი სამყაროს წარმომადგენელი როგორ არ არის, მაგრამ იმას რასაც აბრალებენ, თითქოს ნარკოტიკი, რაღაც, ეგ გამორიცხულია. ყოველთვის ვერ იტანდსა მასეთ რაღაცეებს", - ამბობს ახლობელი. 

თევდორაძეს სამშობლოში, სავარაუდოდ, 1 კვირაში გადმოასვენებენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი