2 მთავარი მოთხოვნა აქვს, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 6 იანვრიდან მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ მესამე პრეზიდენტის უკვე მოინახულეს. 

ათუთბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს 2 მთავარი მოთხოვნა აქვს: კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა კონფინდენციალურობის დაცვით და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფისთვის მის მონახულებაზე ნებართვის მიცემა. 

თუთბერიძის თქმით, თუ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნები არ შესრულდება, 6 იანვრიდან ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. 

"ვერ გვატანს ვერაფერს, წერილებით ვერ ვკომუნიკაციობთ. გვაქვს მხოლოდ იმის საშუალება, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს, რაც ბუნებრივია, კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენც უნდა გავცვალოთ აზრები, რასაც ვერ ვახერხებთ.

ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ 2 შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს და მეორე თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური ტყვის უფლებები შელახვა, ამ შემთხვევაში ის მიმართვას პროტესტის უკიდურეს ფორმებს",- ამბობს შოთა თუთბერიძე. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ამ დრომდე მესამე პრეზიდენტთან კონსილიუმების წევრ ექიმებს და პირად ექიმს არ უშვებენ.

მათი თქმით, ადვოკატებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იზოლირებულად ხორცილედება ისე, რომ არც კონფიდენციალურობაა დაცული და არც შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია კამერებისა და მოსასმენი აპარატურის კონტროლის გარეშე განხორციელდეს. 

იხილეთ ასევე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი