
პარტია "საქართველოსთვის" ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით დაიწყო.
"პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ აღნიშნულ თავდასხმას აფასებს როგორც პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დაშინების და ზეწოლის სისტემური და მიზანმიმართული პროცესის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებას, პროცესის, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება.
აღნიშნული თავდასხმა არის ხელისუფლების მხრიდან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური უმოქმედობის შედეგი - დღემდე პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ასზე მეტ ფაქტზე სისტემური რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა", - წერია განცხადებაში.
"საქართველოსთვის" ხელისუფლებას, შსს-სა და პორკურატურას მოუწოდებს:
იხილეთ ასევე: