ამერიკის შეერთებულ შტატებში "ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვეს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამაძლიერებელი "ბუსტერ" დოზის ინტერვალი ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირეს. დაშვებულია, ასევე, მესამე დოზა 5-დან 11 წლამდე ასაკის სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვებისთვის.
მარეგულირებელი გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის, ასევე "ომიკრონის" გავრცელების გამო მიიღო. ასევე, საშობაო არდადეგების შემდეგ ბავშვები სკოლაში ბრუნდებია, რაც ზრდის მათი ინფიცირების რისკს.
იხილეთ ასევე: