არც წითელი ხალიჩა, არც აუდიტორია, არც მედია - როგორ ჩატარდება "ოქროს გლობუსი" წელს

გამოქვეყნდა:

ოქროს გლობუსის რიგით 79-ე დაჯილდოება განსხვავებული ფორმატით გაიმართება. როგორც უცხოური პრესა წერს, ერთადერთი, რაც წლევანდელ ღონისძიებაზე "ჩვეულებრივი" იქნება, თარიღია - 9 იანვრის, საღამოს 6 საათი.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, "უცხოური პრესის ასოციაციამ" (HFPA) სამშაბათს განაცხადა, რომ ღონისძიებაზე არ იქნება: წითელი ხალიჩა, ცნობილი წამყვანები, აუდიტორია, მიწვეული არაა პრესა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მკაცრად დაცული იქნება COVID-19-ის პროტოკოლი, რომელიც მოიცავს არა მარტო ვაქცინაციას, არამედ ბუსტერ დოზას და უარყოფით PCR ტესტს.

ღონისძიებაზე გამარჯვებულების გამოვლენის გარდა ყურადღებას გაამახვილებენ HFPA-ს საქველმოქმედო საქმიანობაზე.

ოქროს გლობუსი ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალში სწორედ HFPA-ს გამო გაეხვა, რომელიც დაახლოებით 100 წევრს ითვლიდა და მათ შორის ფერადკანიანი არცერთი იყო. კრიტიკის შემდეგ NBC–მ გააუქმა ყოველწლიური სატელევიზიო გადაცემა.

HFPA-მ დანერგა ქცევის ახალი კოდექსი უფრო მკაცრი ეთიკური სტანდარტებით და შეიყვანა 21 ახალი წევრი, რომელსაც ორგანიზაცია ამტკიცებს. მედია წერს, რომ ეს ყველაზე მრავალფეროვანი შემადგნლობა იქნება, თუმცა, მაინც ჩამორჩება თავის გაცხადებულ მიზანს, რომ 2022 წლის ცერემონიისთვის შემადგენლობის 13% ფერადკანიანი იყოს.

HFPA ჯერ კიდევ დადგენის პროცესშია, იქნება თუ არა ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი