მოსამართლეები "ოცნების" წინააღმდეგ - მიღებული კანონპროექტი შესაძლოა საკონსტიტუციოში გაასაჩივრონ 

გამოქვეყნდა:

უპრეცედენტო შემთხვევა სასამართლო სისტემაში - მოსამართლეები "ქართულ ოცნებას" უპირისპირდებიან. საერთო სასამართლოების კანონში შესული ცვლილებები სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

თუ პრეზიდენტი ცვლილებას ვეტოს არ დაადებს, მოსამართლეებს ერთადერთი ბერკეტი რჩებათ.

"ჯერ პრეზიდენტს ველოდებით, თუ ვეტოს არ გამოიყენებს, ყველა კანონიერ გზას მივმართავთ" - ამბობს მოსამართლე ქეთი მესხიშვილი.

"საკონსტიტუციო სარჩელი განიხილება, როგორც ერთ-ერთი კანონიერი გზამ თუ პრეზიდენტიო ვეტოს არ გამოიყენებს" - ამბობს მოსამართლე ეკა არეშიძე.

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებულ რეჟიმში 30 დეკემებერს დაამტკიცა.

საუბარია დისციპლინურ სახდელებზე. ცვლილებების თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი