პრესმდივანი: ნაზარბაევი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანშია

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესმდივანმა აიდოს უკიბაიმ Twitter-ზე განაცხადა.

"გთხოვთ, არ გაავრცელოთ შეგნებულად ცრუ და სპეკულაციური ინფორმაცია“, - წერს ის და აკონკრეტებს, რომ ნაზარბაევი არაერთ საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს და კონტაქტზეა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან.

ინფორმაცია, რომ ნაზარბაევმა და მისმა ოჯახმა ყაზახეთი დატოვა, გუშინ გავრცელდა.

ყაზახეთში კი ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია - დემონსტრანტებმა შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც „ყაზახეთის გათავისუფლების ფრონტი“ ერქმევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი