შეტაკებებიდან მეშვიდე დღეს, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ისევ უცნობია - კრიტიკული ვითარება ყაზახეთში

გამოქვეყნდა:

ყახაზეთში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ბოლო ინფორმაციით ქალაქ ალმათის გარეუბნებში შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს, რაზეც პასუხისმგებლობას დემონსტრანტების შექმნილი დაჯგუფება "ყაზახეთის გათავისუფლების" ფრონტი იღებს.

ქვეყნის პრეზიდენტი თოყაევი კი კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს შორის ვიდეოკონფერენციის გამართვას ითხოვს. პარალელურად მან უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ნურსულთან ნაზარბაევის მოადგილეც დაითხოვა, რითაც კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა ეჭვები, რომ ქვეყნის პირველ და მეორე პრეზიდენტებს შორის განხეთქილებაა.

ყაზახეთში  2 იანვარს დაწყებული დემონსტრაციებიდან მეშვიდე დღეს დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ისევ უცნობია. საერთაშორისო სააგენტოები ათობით გარდაცვლილის შესახებ იუწყებიან. ოფიციალური ნურ-სულთანის ინფორმაციით, დაკავებულია ათასობით ადამიანი.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

ასევე იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი