ყაზახეთში უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის ხელისუფლებამ ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი დააკავა. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ის ღალატშია ეჭვმიტანილი. 

არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირთან ერთად დააკავეს, თუმცა მათ შესახებ დამატებითი დეტალები და ვინაობა ცნობილი არაა.

Reuters-მა მასიმოვთან დაუყონებლივ დაკავშირება ვერ შეძლო.

მასიმოვი განიხილება, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ახლო მოკავშირე. ის ორჯერ იყო პრემიერ მინისტრი და ასევე იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნაზარბაევის დროს.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები ყაზახეთში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.

ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არეულობისა და შეტაკებების დროს არაერთი პოლიციელი და მოქალაქე დაიღუპა. ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ" ყაზახეთში ჯარების შეყვანა უკვე დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი