
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს პირველად სატელევიზო ეთერით გამოეხმაურა ყაზახეთის ექს-პრემიერი აკეჟან კაჟეგელდინი, რომლის თქმითაც ქვეყნას მართავს ნაზარბაევის ოჯახის დიდი კლანი, რომელთაგან ყველას უნდა ძალაუფლების მოპოვება და მოქმედი პრეზიდენტი თოყაევი მხოლოდ და მხოლოდ ამ ოჯახის ბრძანებებს ასრულებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა თავად პრეზიდენტი გახდეს მსხვერპლი.
"ყაზახეთში ძალაუფლება დაიპყრო ერთმა კლანმა, ერთმა ოჯახმა და ამ ოჯახში ბევრი შვილია, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამდიდრდნენ, მოიპოვეს ძალაუფლება და ახლა მართვის სადავეები სურთ.
ის რაც ახლა ხდება ყაზახეთში ყველაფერი მათი კონტროლის ქვეშ არის და თოყაევი მათ დავალებებს ასრულებს. თუმცა საფრთხე თავად მოქმედ პრეზიდენტსაც ემუქრება. თოყაევის პირველი მოადგილე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით არის დანიშნული კლანის მხრიდან რომ გააკონტროლოს პრეზიდენტ თოყაევის ყველა ნაბიჯი.
თოყაევი დიდი არჩევანის წინაშე დგას - ან მიმდინარე მოვლენები გახდება ნაზარბაევის მმართველობის დასასრული ან ეს იქნება თოყაევის დამოუკიდებელი მმართველობის დასაწყისი" ამბობს ის.
უკვე მერვე დღეა ყაზახეთში ვითარება დაძაბულია, თუმცა გასულმა ღამემ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა.
იხილეთ ასევე:
ბლოკპოსტები ნურ-სულთანსა და ალმათიში - რუსი "სამშვიდობოები" ჩხრეკენ სახლებს და ავტომობილებს