უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეზე, შესაძლოა "ემპათიას" წევრები დაკითხოს

გამოქვეყნდა:

ცენტრი "ემპათია" უკრაინის პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს.  ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნას,  სადაც დეტალურად არის საუბარი მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისა და მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე  უკრაინელი ადვოკატები საგამოძიებო უწყებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან.  ეს დასკვნა ასევე დაერთვება საქმეს, რომელიც უკვე არის გაგზავნილი სტრასბურგის  სასამართლოში.

"ემპათიამ ანგარიში გამოგვიგზავნა, რომელშიც აღწერილია ის არასწორი მოქმედებები, რომელიც ციხეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა. ეს სისხლის სამართლებრივი გამოძიების დასაწყებად საკმარისი მიზეზია, რადგან დოკუმენტებში აღწერილია წამებისა და უკანონო ქმედებების შესახებ, ამის შესახებ უკრაინის პროკურატურაში განცხადებას დავწერთ, ამასთან ამ დოკუმენტებს ევროსასამართლოს წარვუდგენთ. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლებს ამ საკითხის ირგვლივ, უკრაინის პროკურატურა დაკითხავს." ამბობს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი.

იხილეთ ასევე:

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატები არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად პროკურატურას მიმართავენ - ჯიშკარიანი
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი