პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! - სარჯველაძე განაჩენზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის თქმით, დღევანდელი სასამართლო სხდომიდან გავიგეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს არა ფულის გათეთრება, არამედ "სხვა დანაშაული" ჰქონდათ ჩადენილი.

"სამი წერლი მიმდინარეობდა განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ჩადენილია და რომელიც საკამათო არ არის, რომ ნამდვილად ჩადენილი ყოფილა, ის ფაქტები, სასამათლომ თქვა, რომ ჰქვია სახელი არა ამ დანაშაულის სახელი, არამედ სხვა დანაშაულის სახელი, აი ეს გავიგეთ. პროკურატურას რას უწუნებთ, რომ არ თქვა, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო?! ამას მეუბნებით?!", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

მისივე განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით "პოლიტიკურ სპეკულაციებს" იმის თაობაზე, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო, "ნიადაგი გამოეცალა". 

ცნობისთვის, დღეს მოსამართლემ ფულის გათეთრების მუხლით წარდგენილი ბრალდება თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა ხანდაზმულობის გამო, მათ პატიმრობა არ მიესაჯათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი