ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომლებსაც მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლიათ - ნულანდი

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ. შეხვედრას ალიანსის 30 წარმომადგენელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი დაესწრებიან.

დიპლომატები აცხადებენ, რომ ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან ბევრ საკითხზე, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მოთხოვნები, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნებულ ხელშეკრულებების პროექტებში იყო ასახული, მიუღებელია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია

"ნატო რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი არ აირჩევს ნატო-სთვის საფრთხის შექმნას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის ერთადერთი მიზანია მისი წევრების დაცვა. ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატოს 30-მა მოკავშირემ უნდა მიიღოს, სხვას არავის აქვს ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაში.

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის ძირითადი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია, ასე რომ, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდნენ. გვყავს ისეთები, ვისაც სურს გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ ნატოსთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მათ შორისაა საქართველო, უკრაინა და ა.შ." - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი