"ციცინო როხვაძის გადაწყვეტილებების უკან ისმის ბიძინა ივანიშვილის როხროხი, თან დამცინავი და ცინიკური" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სასამართლოს მიერ, გუშინ, 11 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა და იუსტიციის სამინისტრო გაამართლა. 

არანაირი განცდა არ მრჩება, ფაქტის კონსტატაცია შემიძლია მხოლოდ... ციცინო როხვაძის გადაწყვეტილებების უკან ისმის ბიძინა ივანიშვილის როხროხი, თან დამცინავი და ცინიკური, ეს უნდა დასრულდეს, - ამბობს ნიკა გვარამია. 

 ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა. თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი "დღის წესრიგის მთავარ თემად მიიჩნევს, თუ რა მდგომარებაშია ხალხი და სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია... მისი უკანონო ტყვეობა უკავშირდება სწორედ ამას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი