მოსამართლეები "ოცნების" წინააღმდეგ - მიღებული კანონი საკონსტიტუციოში გასაჩივრდება

გამოქვეყნდა:

მოსამართლეთა ნაწილი აპირებს, "ქართული ოცნების" მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებები, რომელსაც გუშინ პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო, საკონსტიტუციოში გაასაჩივროს.

"მთავართან" ფაქტს მოქმედი მოსამართლე, ეკა არეშიძე ადასტურებს.

"სარჩელს ვამზადებთ მოსამართლეთა ჯგუფი და აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში", - ამბობს ის. 

მოსამართლეები მანამდე პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში იყვნენ. მათ განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე შეექმნებოდა.

მოსამართლეები წერენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება.

აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებდნენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კანონს ხელი მოაწერა.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი